
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.
დილით არგენტინელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა, საღამოს კი - გუნდთან ერთად.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მესი ლა ლიგის მეორე ტურში "ბეტისთან" ითამაშებს.
მესიმ კუნთის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და აშშ-ის ტურნე და პრიმერაზე "ბილბაოსთან" პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა.
"ბარსელონასა" და "ბეტისის" მატჩი 25 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" ჩატარდება.