
კოსტარიკელ მეკარეს "რეალში" დუბლიორობა არ აწყობს.
"მარკას" ცნობით, მეკარე კეილორ ნავასმა "რეალის" ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა.
ნავასი ვერ შეეგუა იმ აზრს, რომ ტიბო კურტუა ძირითადი მეკარე იქნება, ის კი - სათადარიგო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავასის სამსახურით პსჟ-ია დაინტერესებული.
"ბლანკოსი" მეკარის მუქთად გაშვებას არ აპირებს, თუმცა მისი შემცვლელის ძებნას შეუდგა.