კეილორ ნავასი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"მარკას"ცნობით, "რეალის" 32 წლის მეკარე კეილორ ნავასი შეიძლება სულ მალე პსჟ-ში გადავიდეს.

კოსტარიკელმა მეკარემ არ ისურვა ტიბო კურტუას დუბლიორობა, "პარი სენ ჟერმენს" პირად კონტრაქტზე მოურიგდა და მხოლოდ ერთი პრობლემა დარჩა - "რეალი" მუქთად არ უშვებს და ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს.

თუმცა, როგორც გამოცემა იტყობინება, მხარეები ამ დღეებში მიაღწევენ შეთანხმებას.

ნავასმა გასულ სეზონში ლა ლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბუნებრივია, "ბლანკოსს" ნავასის შემცვლელი სჭირდება და ასეთად 36 წლის ხოსე რეინა (მილანი) შეიგულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული