31 წლის ხორვატის სამსახურით "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული, მაგრამ "ბარსამ" უარით გაისტუმრა.
ამ ზაფხულს რაკიტიჩის შეძენას აგრეთვე "მანჩესტერი" და პსჟ ცდილობდნენ.
ის გუნდის გამოცვლას 2021 წლის 30 ივნისამდე, ანუ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე არ აპირებს.
რაკიტიჩი "ბარსელონას" ღირსებას 2014 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი ყველა ტურნირზე კლუბში 54 მატჩში 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.