შესაძლოა, პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარის ამბებით თავი შეგაწყინეთ, მაგრამ მის ტრანსფერს ამ სეზონში ლა ლიგასა და საერთოდ, ევროსარბიელზე დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ესპანეთში მას ექნება საშუალება ისევ ძველებურად გაილაღოს და გაიბრწყინოს, რამეთუ ეს "მისი ლიგაა".
ფეხბურთელის ტრანსფერით "რეალი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი და დღეს As-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბს" მისი შეძენის მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარება.
"რეალი" დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი მათ გუნდს გამოადგება, მაგრამ მარცხენა ფეხის ტრავმის რეციდივის ეშინია, ამიტომ ფეხბურთელის ტრავმის გამოკვლევები შეისწავლა და დაასკვნა, რომ რეციდივის დიდი ალბათობა არსებობს.
ამჟამად ის საღსალამათია,
მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ორ ტურში არ ათამაშეს, რადგნ პსჟ-ს ეშინია, გაყიდვის წინ ისევ ტრავმა არ მიიღოს დ ეს მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ტომას ტუხელი მის განაცხადში შეყვანას ითხოვდა.
მოკლედ, გამოცემის მტკიცებით, ბლანკოსი "პარი სენ ჟერმენისგან" გარანტიას მოითხოვს - თუ ნეიმარი შეიძინა და კვლავ ტრავმა მიიღო, კომპენსაციით ისარგებლოს და ეს ხელშეკრულებაშიც უნდა დაფიქსირდეს, რაც ბუნებრივია, პარიზულ კლუბს არ აწყობს.
მოკლედ, გამოცემის მტკიცებით, ბლანკოსი "პარი სენ ჟერმენისგან" გარანტიას მოითხოვს - თუ ნეიმარი შეიძინა და კვლავ ტრავმა მიიღო, კომპენსაციით ისარგებლოს და ეს ხელშეკრულებაშიც უნდა დაფიქსირდეს, რაც ბუნებრივია, პარიზულ კლუბს არ აწყობს.
და დარჩა "ბარსელონას" ვარიანტი. El Chiringuito ირწმუნება, რომ ნეიმარი იმ კლუბისგან, რომელიც შეიძენს, 5-წლიან კონტრაქტს და სეზონურ გასამრჯელოდ 35 მილიონ ევროს მოითხოვს.
ერთი სიტყვით, ძალიან ჩახლართული სიტუაციაა და ყველაფერში დამნაშავე თავად ნეიმარია.