გვარდიოლამ "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 88-ე წუთზე გაუტანა და ფრეს დააჯერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 გვისტოს, ლა ლიგას მეორე ტურში "რეალისა" და "ვალიადოლიდის" მატჩი მოულოდნელად 1:1 დასრულდა.

მასპინძლები ბევრს უტევდნენ და 82-ე წუთზე კარიმ ბენზემამ როგორც იქნა, დააწინაურა კიდეც (ეს პრიმერაზე მისი 150-ე გოლია), თითქოს 3 ქულა მოპოვებული ჰქონდათ, მაგრამ 88-ე წუთზე სერხი გვარდიოლამ საპასუხო გოლი გაიტანა და - 1:1.

"რეალს" 4 ქულა აქვს და 1-ელ სექტემბერს გასვლაზე "ვილიარეალს" შეხვდება.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 63 037 მაყურებელი
რეალი - ვალიადოლიდი 1:1
გოლები: 1:0 ბენზემა (82), 1:1 გვარდიოლა (88)

რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კროოსი, კაზემირო, ხამესი
(ვინისიუსი 57), ისკო (იოვიჩი 68), ბეილი, ბენზემა (ვასკესი 89)

ვალიადოლიდი: მასიპი, მოიანო (რუბიო 59), ოლივასი, სალისუ, მარტინესი, პორო (ანტონიტო 80), მიჩელი, სენ-ემეტერიო (ანუარი 84), პლანო, უნალი, გვარდიოლა
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგიტომ იბალ იგო მამუ
იმერელი
11:52 25-08-2019
1
მტრის ენა მოაშორეთ ვიდეოს
12

სიახლეები პოპულარული