ანსუ ფატის მამა: "რეალი" გაცილებით უკეთეს პირობებს გვთავაზობდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეორე ტურში, "ბეტისთან" საშინაო მატჩში (5:2) "ბარსელონაში" 16 წლის ნახევარმცველის, ანსუ ფატის დებიუტი შედგა, რომელმაც კარგი ტექნიკით დაგვამახსოვრა თავი და შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის ლიდერმა ლეო მესიმ დებიუტი მიულოცა. შვილის შესახებ მისმა მამამ, ბარი ფატიმ ისაუბრა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა. როდესაც ანსუმ გვითხრა, რომ ვალვერდემ უხმო, მე და ჩემმა მეუღლემ ემოციები ვერ შევიკავეთ და ავქვითინდით. როცა მოედანზე გავიდა, თვალებს არ დავუჯერეთ. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავით.

"სევილიაში" ყოფნისას "რეალმა" "ბარსელონაზე" გაცილებით უკეთესი პირობები შემოგვთავაზა, მაგრამ "ბარსა" ავირჩიეთ,
რადგან ჩვენთან კონტრაქტით მოვიდნენ და დამარწმუნეს.

"რეალი" ბევრ რამეს გვპირდებოდა, თუმცა მერე ალბერტ პუჩი მოვიდა და გვითხრა, რომ კონკრეტული პროექტი აქვთ და რამდენიმე წელიწადში პირველ გუნდში იქნებოდა. ვერც წარმოვიდგენდით, თუ ამ ფეხბურთელებთან ითამაშებდა", - ციტირებს ბარი ფატის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალის ფანი ვარ,მაგრამ მაგრად გამისწორა ამ ბიჭმა რა.ბეტისთან დაგლიჯა.ძაან მგელია.ყოჩაღ!
კარგით რა
00:13 28-08-2019
0
ისტორიული კადრი!
ბარსა
11:12 27-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული