ვიქტორ ვალდესი: ფატის საშინელი ბუცები ჰქონდა და ახლები მე შევუძინე

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა, რომელიც ამჟამად ამავე კლუბის 19-წლამდელთა გუნდს უდგას სათავეში, პირველ გუნდში 16 წლის ანსუ ფატის დებიუტზე გააკეთა კომენტარი.

"თავისი ბუცების მოტანა ვთხოვე. საშინელი იყო და ფეხებს სტკენდა. არავინ უყიდა ახალი ბუცები, ამიტომ მე შევუძინე რამდენიმე წყვილი.

ის ძლიერი, სწრაფი და თავდაჯერებულია. იმისათვის, რათა ასეთმა ტალანტმა გაიბრწყინოს, თამაში სჭირდება...

ძალიან გამახარა. დილით დამირეკა და მისმა ზარმა ძალიან ამაღელვა. ვალვერდეს მადლობელი ვარ, რომ მოედანზე რამდენიმე წუთით შეუშვა.

მისმა კარგმა თამაშმა არ გამაკვირვა. მთავარია, არ ავიწყდება, საიდან არის. მიზნის
მიღწევაში სხვების დარად გაუმართლა.

მიაღწევს თუ არა თავისას, ეს უკვე სხვა ამბავია. ელიტური ფეხბურთელის სული აქვს, მეტოქის საჯარიმოში მტაცებელია", - ციტირებს ვალდესს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნთავარია თავში არ აუვარდეს1
0

სიახლეები პოპულარული