"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.
"მინდა, ნეიმარი "რეალში" ვიხილო. ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.
დარწმუნებული ვარ, გუნდს იმ თვისებებს შესძენს, რომლებიც ახლა არ გააჩნია. ეს "რეალს" უდავოდ დაეხმარება გაძლიერებაში, რათა "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" არა მარტო კონკურენცია გაუწიოს, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლოს.
დიახ, ის მადრიდში უნდა ჩამოვიდეს", - განუცხადა მიატოვიჩმა Goal-ს.