პრედრაგ მიატოვიჩი: აზარისგან რონალდოს შეცვლას არ უნდა ველოდოთ

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა "სამეფო გუნდის" ახალწვეულ ედენ აზარზე ისაუბრა:

"აზარი, რა თქმა უნდა, კარგი ფეხბურთელია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ჩემი აზრით, მისგან რონალდოს შეცვლას არ უნდა ველოდოთ.

ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, რადგან რონალდოსავით თამაში არავის შეუძლია.

"რეალსა" და "ჩელსიში" ზეწოლა განსხვავებულია და ფეხბურთელს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება", - განუცხადა მიატოვიჩმა Goal-ს.

ამ ზაფხულს აზარი "რეალმა" "ჩელსისგან" 130 მილიონ ფუნტად შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული