მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ისკომ ტრავმა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ საიტზე ავრცელებს.
ესპანელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. საიტზე მისი გამოჯანმრთელების შესახებ არაფერი წერია.
27 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით 2 მატჩი გამართა.