კოლუმბიის ნაკრების ექსექიმი: ხამესს თავში აქვს პრობლემა

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ექტორ ფაბიო კრუსმა "რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გააკრიტიკა.

"ეს ბიჭი კონცენტრირებული არ არის. სეზონისთვის მომზადების ნაცვლად, თმის ვარცხნილობას და წარბებს ისწორებდა.

ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, არ შეიძლება მომზადების იგნორირება მოახდინოს. "რეალის" დარი დიდი კლუბები თვლიან, რომ მათი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. ამ ბიჭს თავში აქვს პრობლემა.

რონალდომ ერთი კვირა შვებულება საბერძნეთში ოჯახთან ერთად იახტაზე გაატარა. შემდეგ კვირაში ის ვარჯიშს შეუდგა. ვისაც ვიცნობ, რონალდო მათ შორის ყველაზე დიდი პროფესიონალია", - ციტირებს კრუსს Futbolred-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული