საზარელი ამბავი - "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი 9 წლის ქალიშვილი ხანა გარდაიცვალა.

გოგონა ბოლო 5 თვის განმავლობაში ოსტეოსარკომას (ძვლოვანი ქსოვილისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე) ებრძოდა.

"ჩვენი გოგონა ხანა დღეს 9 წლის ასაკში, ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას ამ ხუთი თვის განმავლობაში გამოვლენილი სიყვარულისთვის, დელიკატურობისა და გვერდში დგომისთვის.

მადლობას ვუხდით აგრეთვე სან-ხუან-დე-დეუს და სან-პაუს საავადმყოფოების პერსონალს მათი ერთგულებისა და ზრუნვისათვის. მადლობა ექიმებს, მედდებს და მთელ სამედიცინო პერსონალს.

ხანა, მოგვენატრები, მაგრამ მარად
გვემახსოვრები და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ შევხვდებით. შენ ჩვენი ოჯახის გზის გამკვალავი ვარსკვლავი იქნები", - დაწერა ლუის ენრიკემ "ტვიტერზე".

ლუის ენრიკემ ნაკრების მწვრთნელის პოსტი ივნისში დატოვა, იქამდე კი ოჯახური პრობლემის გამო სამი მატჩი გამოტოვა. "ფურია როხას" სათავეში მისი თანაშემწე რობერტ მორენო ჩაუდგა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
უფალმა გაანათლოს მისი პატარა სული.
barsa
03:52 30-08-2019
0
მთელი გულით ვუსამძიმრებ. დაიტანჯა ბოლო წელს და დადნა კაცი, გოგონამ კი დაისვენა და განისვენა, ნათელში ამყოფოს უფალმა.
emigranti
03:48 30-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული