"ბარსელონას" მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ უარი განაცხადა პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე კომენტარის გაკეთებაზე.
"ჩვენ მართლაც მოუთმენლად ველით სატრანსფერო ფანჯრის დახურვას, რათა მშვიდად ამოვისუნთქოთ.
ეს ყველაფერი გაიწელა. მე არაფერი მაქვს სათქმელი ნეიმარის თემაზე. ვნახოთ, ყველაფერი როგორ მოხდება.
რამდენად დავიღალე სატრანსფერო ფანჯრით 0-დან 10-იანი შკალით? 9.5-ით", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".
უკანასკნელი ინფორმაციით, კლუბები ნეიმარის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.