
"ბარსელონა" ძალიანაა დამოკიდებული თავდამსხმელ ლეო მესიზე, ის უდიდესი ავტორიტეტია და პსჟ-ის ფორვარდ ნეიმარის შეძენაზე მისი თხოვნა კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს არ შეეძლო უგულებელყო.
ეს არცთუ უსაფუძვლო მოსაზრება El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ხოსეპ პედროლელმა ესპანეთის ტელევიზიით გამოსვლისას გააჟღერა:
"ვფიქრობ, ჟოზეპ ბარტომეუს არ უნდა ნეიმარის შეძენა. მთელი ეს ხმაური კი იმისათვის ატეხა, რათა მესის წინაშე სახე შეენარჩუნებინა".
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, პსჟ-მა "ბარსელონას" ნეიმარში უსმან დემბელე, ივან რაკიტიჩი, ჟან-კლერ ტოდიბო და მნიშვნელოვანი თანხა მოსთხოვა და უარი მიიღო.