საინტერესო მოსაზრება - ნეიმარზე "ბარსელონას" პსჟ-სთან მოლაპარაკება ფარსი იყო

AutoSharing Option
"ბარსელონა" ძალიანაა დამოკიდებული თავდამსხმელ ლეო მესიზე, ის უდიდესი ავტორიტეტია და პსჟ-ის ფორვარდ ნეიმარის შეძენაზე მისი თხოვნა კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს არ შეეძლო უგულებელყო.

ეს არცთუ უსაფუძვლო მოსაზრება El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ხოსეპ პედროლელმა ესპანეთის ტელევიზიით გამოსვლისას გააჟღერა:

"ვფიქრობ, ჟოზეპ ბარტომეუს არ უნდა ნეიმარის შეძენა. მთელი ეს ხმაური კი იმისათვის ატეხა, რათა მესის წინაშე სახე შეენარჩუნებინა".

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, პსჟ-მა "ბარსელონას" ნეიმარში უსმან დემბელე, ივან რაკიტიჩი, ჟან-კლერ ტოდიბო და მნიშვნელოვანი თანხა მოსთხოვა და უარი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვის დაკარგვია. არსად გაიშვას ნეიმარი
ივან
08:31 31-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული