ლეო მესი "ოსასუნასთან" ვერ ითამაშებს - 16 წლის ფატი განაცხადშია

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ლა ლიგას მესამე ტურშიც ვერ ითამაშებს.

კლუბის მედშტაბმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მესის ტრავმის რეციდივი აქვს, გუნდის მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კი განაცხადა, რომ მისი დაბრუნების დაჩქარება საჭირო არ არის.

განაცხადში არ არიან ტრავმირებული ლუის სუარესი, უსმან დემბელე და ხუნიორ ფირპო.

სამაგიეროდ განაცხადშია 16 წლის ანსუ ფატი, რომლის დებიუტი გასულ ტურში "ბეტისთან" მატჩში შედგა.

"ოსასუნასა" და "ბარსელონას" შეხვედრა დღეს, 31 აგვისტოს, პამპლონაში 19:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული