
გელზენკირხენის "შალკემ" "ბარსელონას" მცველის ხუან მირანდას ტრანსფერის შესახებ გამოცხადა.
გერმანულმა კლუბმა 19 წლის ფეხბურთელი ორწლიანი იჯარით აიყვანა.
"შალკეში" მირანდა 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
გასულ სეზონში ესპანელმა მცველმა "ბარსელონა B-ს" რიგებში ესპანეთის მესამე დივიზიონში 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.