მადრიდის "რეალი" "სპორტინგის" ნახევარმცველის ბრუნუ ფერნანდეშის გადაბირებასთან ახლოსაა.
გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბი უკვე შეუთანხმდა პორტუგალიელებს 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე და მის სანაცვლოდ 70 მლნ ევროს გადაიხდის.
თუმცა ფერნანდეში მიმდინარე სეზონს "სპორტინგში" გაატარებს, ხოლო "რეალს" შემდეგ სეზონში შეურთდება.
გასულ სეზონში ფერნანდეშმა პორტუგალიის ჩემპიონატის 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.