ხორხე ვალდანო: ზიდანმა "რეალში" ყველას თავგზა აუბნია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი დირექტორი ხორხე ვალდანო ფიქრობს, რომ ზინედინ ზიდანი შემადგენლობის არჩევისას საკუთარ თავში დარწმუნებული არაა.

მისი თქმით, კლუბში განუკითხაობა სუფევს.

"რეალს" ახლა ყველაფერზე ეფანტება ყურადღება. პრობლემები ისეთი არაა, როგორც გასულ წელს, მაგრამ ზიდანმა ყველა დააბნია, გულშემატკივრებიც კი. ბეილი უნდა წასულიყო, ახლა კი ის ძირითადის ფეხბურთელია. პოგბა უნდა მოსულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში ზინდამ რამდენი სქემა გამოიყენა. ზიდანმა გუნდი ვერ გააძლიერა, პირიქით, თავგზა აუბნია. ბევრი რამ გაურკვეველია.

როცა ზიდანი პირველად გამოჩნდა "რეალში", მაშინ ეჭვი არაფერში ეპარებოდა. მან
კონკრეტულად იცოდა, როგორ ეთამაშა გუნდს, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა", - განაცხადა ვალდანომ A Bola-სთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზიდანმა დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც იგი რეალში დაბრუნდა, გუნდიდან გმირად წასული კაცი შეიძლება მომავალში შერცხვენილი წავიდეს.რა უნდა გააკეთოს იმაზე მეტ რაც მან გააკეთა, ყველა არსებული საფეხბურთო ტიტული მოიგო, რისი მომავლში გამეორების შანსიც არაა. ეტყობა დიდი ფული ბევრ რამეზე აღებინებს კაცს ხელს. მე წარმატებას ვუსურვებ, როგორც რეალის გულშემატკივარი, თუმცა დიდი მიღწევების და შედეგის გამეორების ნამდვილად არ მჯერა.
ნუგზარი
23:16 02-09-2019
2
მაშინ რონალდო ჰყავდა ახლა არა :))
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული