მადრიდის "რეალის" ყოფილი დირექტორი ხორხე ვალდანო ფიქრობს, რომ ზინედინ ზიდანი შემადგენლობის არჩევისას საკუთარ თავში დარწმუნებული არაა.
მისი თქმით, კლუბში განუკითხაობა სუფევს.
"რეალს" ახლა ყველაფერზე ეფანტება ყურადღება. პრობლემები ისეთი არაა, როგორც გასულ წელს, მაგრამ ზიდანმა ყველა დააბნია, გულშემატკივრებიც კი. ბეილი უნდა წასულიყო, ახლა კი ის ძირითადის ფეხბურთელია. პოგბა უნდა მოსულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.
წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში ზინდამ რამდენი სქემა გამოიყენა. ზიდანმა გუნდი ვერ გააძლიერა, პირიქით, თავგზა აუბნია. ბევრი რამ გაურკვეველია.
როცა ზიდანი პირველად გამოჩნდა "რეალში", მაშინ ეჭვი არაფერში ეპარებოდა. მან
კონკრეტულად იცოდა, როგორ ეთამაშა გუნდს, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა", - განაცხადა ვალდანომ A Bola-სთან საუბარში.