გარეთ ბეილი "რეალს" ერთ მატჩში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში "რეალი" გარეთ ბეილის დუბლით "ვილიარეალთან" დამარცხებას გადაურჩა (2:2), თუმცა უელსელმა კომპენსირებულ დროში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

"რეალს" ისედაც არ უდგას კარგი დროება და ბეილის გამოკლება დამატებით პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ "სამეფო კლუბმა" მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, მაგრამ აპელაცია არ დაუკმაყოფილეს.

ასე რომ, ბეილი "ბლანკოსს" მომავალ ტურში, "ლევანტესთან" ვერ დაეხმარება.