მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ედენ აზარი ბოლომდე გამოჯანმრთელდა, - იტყობინება ესპანური გამოცემა AS.
28 წლის ბელგიელმა გუნდის საერთო ჯგუფში ივარჯიშა და დიდი ალბათობით, "ლევანტესთან" სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს.
აზარის გარდა, საერთო ჯგუფში ბრაიმ დიასმა და ხამეს როდრიგესმაც ივარჯიშეს.
"რეალისა" და "ლევანტეს" შორის მატჩი 14 სექტემბერს გაიმართება.