დიეგო ფორლანი: "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ბერდებიან და...

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა იმაზე ისაუბრა, თუ ვის თვლის, ამ სეზონში ლა ლიგაზე ფავორიტად.

"რეალს" და "ბარსელონას" მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება "ატლეტიკოზეც". მაგარი მოთამაშეები დაიმატეს, მაგალითად, ჟოაო ფელიში, დიეგო კოშტა კი გამოცდილი დიდოსტატია. როხიბლანკომ წინასასეზონო შეკრება კარგად დაასრულა. ახლა ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს ესპანეთის ჩემპიონატზე. ისე, ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებიან.

"ატლეტიკო", როგორც ყოველთვის, პირველობისთვის იბრძოლებს. ფავორიტებთან სხვაობა მცირდება, ხოლო ფეხბურთელები, რომლებიც "რეალისა" და "ბარსელონას" ისტორიას ქმნიდნენ, ბერდებიან. ეს შეიძლება "ატლეტიკოს" უპირატესობა გახდეს.

"რეალში" და
"ბარსელონაში" განახლების პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე "ატლეტიკოში", თუმცა მათი შემდგენლობები კვლავ კარგია. მე ვფიქრობ, "ატლეტიკოს" ოქროს მედლებისთვის ბრძოლის კარგი შანსი აქვს", - ციტირებს ფორლანს Goal-ი.