"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებზე ისაუბრა.
"რუმინეთთან ევროშესარჩევზე მოგებული მატჩისას (2:1) შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს კონტროლი დავკარგეთ, რაც სიმართლე არ გახლავთ. რამდენადაც შესაძლებელი იყო, სიტუაციას ვაკონტროლებდით.
წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა, თუმცა იმ მომენტის გარდა, როდესაც კეპამ გადაგვარჩინა, გოლის გაშვების საშიშროება აღარ დაგმუქრებია.
სერხიო რამოსი უბრალოდ მხეცია, კლუბშიც და ნაკრებშიც. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ასეთად რჩება. მასთან ერთად თამაშით ვამაყობთ", - ციტირებს ბუსკეტსს "მარკა".