ჯერ სეზონი წესიერად არ დაწყებულა და "ვალენსიას" მწვრთნელი მარსელინიო გადააყენეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ "ღამურების" მფლობელ პიტერ ლიმს მარსელინიო თვალში არ მოსდიოდა და დაითხოვა კიდეც სამუშაოდან.
მარსელინიო "ვალენსიას" 2017 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ ზედიზედ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ სეზონში კი ესპანეთის თასი მოიპოვა.
ლიმას რთული ურთიერთობა აქვს კლუბის სპორტულ დირექტორ მატეუ ალემანისთან და არაა გამორიცხული, მასაც კარისკენ მიუთითოს.
"ვალენსია" 3 ტურის შემდეგ 4 ქულით ლა ლიგაში მეათე ადგილზეა.