რატომ არ თამაშობს მესი - ბარტომეუს სამაგიეროს უხდის?

AutoSharing Option
ლა ლიგის პირველ 3 ტურში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის მონაწილეობა არ მიუღია. როგორც იტყობინებიან, არც მე-4 ტურში ითამაშებს "ვალენსიასთან" და არც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "დორტმუნდთან". ეჭვობენ, რომ საქმე ტრავმაში არ მდგომარეობს.

მესი კარგა ხანია ტრავმას მკურნალობს. ყოველი მატჩის წინ იტყობინებიან, რომ აუცილებლად იასპარეზებს, შეცვლაზე მაინც შევა, ის კი არ ჩანს. არადა, ვარჯიშებზე საღსალამათად გამოიყურება.

ლეომ ტრავმა აგვისტოს დასაწყისში მიიღო, გუნდს ამერიკულ შეკრებაზე ვერ გაჰყვა და განმარტება გააკეთა: "სეზონის დაწყება მსურდა, სამწუხაროდ, პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მივიღე. მინდოდა გუნდთან
ერთად აშშ-ში წავსულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა. მალე შევხვდებით".

ეს "მალე" ძალიან გაგრძელდა და "მარკას" ჟურნალისტების აზრით, საქმე სრულიად სხვაგვარადაა. კერძოდ, მესიმ კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს თავდამსხმელ ნეიმარის პსჟ-დან დაბრუნება სთხოვა. ბრაზილიელი ხელფასის შემცირებას დათანხმდა, მზად იყო, ტრანსფერის ნაწილი, 20 მილიონი ევრო თავად დაეფარა; "ბარსას" ლიდერებმაც გამოთქვეს ტრანსფერში ფინანსურად მონაწილეობის მზადყოფნა და ბარტომეუმ პარიზში წარმომადგენლობითი დელეგაცია გაუშვა, რომელიც კატალონიაში ხელცარიელი დაბრუნდა.

ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ბარტომეუმ სპექტაკლი გაითამაშა, თორემ ნეიმარის შეძენა სერიოზულად არც უცდია და ახლა აცხადებს, რომ ამას ზამთარშიც ვერ მოახერხებს. მესი კი მას ყველაფერს მიუხვდა და სამაგიეროს უხდის...

"არსადაც არ ვაპირებ წასვლას. ჩემი სახლი აქაა. ნეიმარის ჩვენთან გადმოსვლა ძალიან გამიხარდებოდა. მართალი გითხრათ, არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა თუ ამისათვის "ბარსელონამ". თუმცა, პსჟ-სთან მოლაპარაკების წარმოება მართლა რთულია.

სპორტული თვალსაზრისით, ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იმიჯის და სპონსორების მოზიდვის მხრივ, კლუბი ნაბიჯს წინ გადადგამდა.

კლუბისთვის მისი შეძენა არ მოგვითხოვია, უბრალოდ ჩვენი აზრი გავუზიარეთ. წავუყენე თუ არა მოთხოვნა? არის მტკიცებულება, რომ ეს ასე არ არის", - განუცხადა არგენტინელმა კატალონიურ "სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიუხედავად იმისა რო ნეიმარი უმაგრესია და ბარსას ძალიან გამოადგება მაგის ადგილი არ არის ბარსაში!როგორ წავიდა ხო ყველას გვახსოვს, ტუნდაც სემედუზე ხელის დარტყმა რად გავიხსენოთ.
barsa
16:41 12-09-2019
4
ნეიმარს თუ ბარსაში უნდოდა არ წავიდოდა, მოღალატეები არგვინდა, გამიხარდა რომ არ ან ვერ გადმოიყვანეს.
Tamta
08:41 12-09-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული