მადრიდის "ატლეტიკომ" 2019/20 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა. კლუბმა ფოტო სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა.
ახალი, მესამე მაისური ცისფერ ფერშია შეკერილი და დაბოლოებები ლურჯი ფერის აქვს.
მაისურის წინა მხარეს, საყელოსთან დატანილია 7 ვარსკვლავი, რაც კლუბის მადრიდთან კავშირს აღნიშნავს. ასევე, მაისურზე არის დაწერილი სიტყვა "Atleti", რაც გუნდის მეტსახელია.
"ატლეტიკოს" სპონსორი ამერიკული კომპანია Nike-ი გახლავთ.