მადრიდის "ატლეტიკომ" სეზონის მესამე ფორმა წარადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" 2019/20 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა. კლუბმა ფოტო სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა.

ახალი, მესამე მაისური ცისფერ ფერშია შეკერილი და დაბოლოებები ლურჯი ფერის აქვს.

Sportall.Ge

მაისურის წინა მხარეს, საყელოსთან დატანილია 7 ვარსკვლავი, რაც კლუბის მადრიდთან კავშირს აღნიშნავს. ასევე, მაისურზე არის დაწერილი სიტყვა "Atleti", რაც გუნდის მეტსახელია.

"ატლეტიკოს" სპონსორი ამერიკული კომპანია Nike-ი გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული