"ბარსელონაში" ნეიმარის მაგივრად კილიან მბაპეს შეძენა სურთ

AutoSharing Option
"ბარსელონა" ნეიმარის მაგივრად პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენას განიხილავს, - იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.

კლუბის ხელმძღვანელობაში ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით თანხმობა არ არსებობს, რადგან მისი დაბრუნების მცდელობით "ბარსელონას" იმიჯი შეილახა.

ამიტომ კლუბის ზოგიერთ ხელმძღვანელს ნეიმარის მაგივრად მბაპეს ტრანსფერის გაკეთება სურს, თან ფრანგი უფრო პერსპექტიულია და მეტი გააქვს.

კლუბში ასევე მიიჩნევენ, რომ ფრანგის ტრანსფერი იმითაც ჯობია, რომ მბაპე უფრო ახალგაზრდაა და მომდევნო სეზონში 21 წლის გახდება, ხოლო ნეიმარი - 28 წლის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამაშია საქმე! შენ თუ ბარსას გულისხმობ, მისამართი გეშლება. რეალზე გაუმაძღარი გუნდი არ მეგულება. ბარსას თუ უნდა მბაპეს ყიდვა და შეძენა რა არის აქ მიუღებელი? ყველა თავისას ცდილობს. შეურაცყიფაზე კი ნუ გადმოდიხარ.
ვოვა
12:33 15-09-2019
0
ვეღარ გაძღა ამათი დამპალი მუცელი.
ფუი თქვენი
18:13 13-09-2019
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული