"ბარსელონა" ნეიმარის მაგივრად პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენას განიხილავს, - იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.
კლუბის ხელმძღვანელობაში ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით თანხმობა არ არსებობს, რადგან მისი დაბრუნების მცდელობით "ბარსელონას" იმიჯი შეილახა.
ამიტომ კლუბის ზოგიერთ ხელმძღვანელს ნეიმარის მაგივრად მბაპეს ტრანსფერის გაკეთება სურს, თან ფრანგი უფრო პერსპექტიულია და მეტი გააქვს.
კლუბში ასევე მიიჩნევენ, რომ ფრანგის ტრანსფერი იმითაც ჯობია, რომ მბაპე უფრო ახალგაზრდაა და მომდევნო სეზონში 21 წლის გახდება, ხოლო ნეიმარი - 28 წლის.