მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და როგორც Marca იტყობინება, 32 წლის არგენტინელს ლა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრის განაცხადში ვიხილავთ.
იმავე Marca-ს მიხედვით, მართალია, მესიმ ერთიან ჯგუფთან ივარჯიშა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მისი თამაში ნაკლებად სავარაუდოა.
მოგეხსენებათ, ლიონელ მესის მოსამზადებელ პერიოდში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა და აქამდე ესპანურმა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ 1 თვით უქმობა მოუწევდა.