"ბარსელონა" ანსუ ფატის ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" 16 წლის ნახევარმცველ ანსუ ფატის ხუთსეზონიან კონტრაქტზე მოელაპარაკა.

ფატი ბონუსის სახით 700 ათას ევროს მიიღებს, ხოლო თუ დუბლებში სისტემატურად ითამაშებს, წლიურ გასამრჯელოდ 300 ათასს დაუნიშნავენ.

პირველ გუნდში რეგულარულად ასპარეზობის შემთხვევაში, ანსუს ხელფასი 1 მილიონამდე გაეზრდება.

ანსუს ესპანეთის მოქალაქეობის მისაღებად მალე ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში ათამაშებენ.

ამას გარდა, "ბარსა" ხელშეკრულებას გაუგრძელებს ანსუს 21 წლის ძმას, ბრაიმას, რომელიც განათხოვრებულია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ პატარა ბიჭს, რა ერთბაშად დაეყარა ყველაფერი, ემანდ თავში არ აუვარდეს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული