El Chiringuito: "რეალი" პსჟ-ს კილიან მბაპეს ტრანსფერზე მოურიგდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე კარიერას "რეალში" გააგრძელებს, - ირწმუნება El Chiringuito თავისი "ტვიტერით".

ეს სიამოვნება "სამეფო კლუბს" საერთო ჯამში 275 მილიონი ევრო დაუჯდება. "ბლანკოსმა" ფეხბურთელთანაც მიაღწია შეთანხმებას, სეზონურ გასამრჯელოდ 35 მილიონს დაუნიშნავს და შესაძლოა, კიდევ 5 მილიონი ბონუსების სახითაც გადაუხადოს.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სერიალების მოყვარულებო: აბა დაიწყო ნეიმარის მერე, მორიგი საგა მბაპეზე.
1
არვიცი რამდენად გამოვა, მაგრამ სატრანსფერო "ჭერი" უნდა დააწესონ, თორე არვიცი რაიქნება მომავალში... ისეთი ტემპებით იწევს ფეხბურთელების ფასი, რომ უაზრობა გახდა უკვე...
ზუზუ
23:37 18-09-2019
2

სიახლეები პოპულარული