"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე კარიერას "რეალში" გააგრძელებს, - ირწმუნება El Chiringuito თავისი "ტვიტერით".
ეს სიამოვნება "სამეფო კლუბს" საერთო ჯამში 275 მილიონი ევრო დაუჯდება. "ბლანკოსმა" ფეხბურთელთანაც მიაღწია შეთანხმებას, სეზონურ გასამრჯელოდ 35 მილიონს დაუნიშნავს და შესაძლოა, კიდევ 5 მილიონი ბონუსების სახითაც გადაუხადოს.
მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.