
ცნობილი გახდა, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს ტრავმის გამო პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე.
ფრანგმა ფორვარდმა დაზიანება "ტულუზასთან" (4:0) მოგებულ მატჩში მიიღო.
ის შეხვედრის 66-ე წუთზე შეცვალეს. Le Parisien-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. შესაბამისად, ის 3-4 კვირამდე გამოტოვებს.