thesun: ჟოზე მოურინიო პერესის ზარის მოლოდინშია

AutoSharing Option
დროებით უმუშევარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "რეალში" დაბრუნებას იმედოვნებს, - ამის თაობაზე ინფორმაციას "სანი" ავრცელებს.

"რეალში" ამჟამინდელი თავკაცის, ზინედინ ზიდანის პოზიციები ისედაც შერყეული იყო, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან დამარცხების (0:3) შემდეგ კი უკვე ალაპარაკდნენ მის გადაყენებაზე.

ცხადია, თუ "სამეფო გუნდმა" უკეთ თამაში ვერ შეძლო, რაც ცოტა არ იყოს, ნაკლებად სავარაუდოა, ზიდანს უთუოდ მოუწევს პოსტის დატოვება, მოურინიო კი დაბრუნების შანსს და "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ზარს ელის.

მოურინიო "ბლანკოსს" 2010-13 წლებში ედგა სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული