რივალდო: თუ ფატიმ გაიბრწყინა, ნეიმარის დაბრუნების საჭიროება აღარ იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ ამავე გუნდის 16 წლის ნახევარმცველ ანსუ ფატიზე ისაუბრა.

"როგორც ადრე ვთქვი, შემოდგომა ახალი ფეხბურთელების გასასინჯად შესანიშნავი დროა. ვალვერდე ამას ძალიან კარგად აკეთებს. მან მისცა თავის გამოჩენის საშუალება ფატის, რომელმაც უზარმაზარი ტალანტი გვაჩვენა.

16 წლის ბიჭმა თავისი ნიჭის დემონსტრირება მოახდინა და ჩემპიონთა ლიგაზე მისი დებიუტი იმ მატჩში შედგა, რომელშიც "ბარსამ" კარგად ვერ ითამაშა. გუნდს უკეთ რომ ეასპარეზა, შესაძლოა, ჭაბუკს გაებრწყინა.

მე მესმის გულშემტკივრების, მაგრამ ჯერ ფატის მესისთან შედარება ნაადრევია, დაუშვებელია კითხვის დასმა - გახდება თუ არა მისი
მემკვიდრე?

ფატის ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა არ შეიძლება ამხელა პასუხისმგებლობის ბავშვზე დაკისრება. მოდით, დრო მივცეთ, რათა თავისი ფეხბურთი ითამაშოს. დრო გვაჩვენებს, გახდება თუ არა მომავალი მესი.

ხმები დაირხა, ფატის გამო "ბარსელონამ" ნეიმარის ტრანსფერზე შეიძლება ხელი აიღოსო. ეს გუნდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუ წარმატებით იასპარეზეს და ფატი ამ წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, აღარ იარსებებს ახალი ფეხბურთელის დამატების საჭიროება, მაგრამ თუ საქმეები კარგად არ წავიდა, ნეიმარი ისევ გახდება სატრანსფერო სამიზნე", - განუცხადა რივალდომ Goal-ს.

alt"ბარსელონა" ანსუ ფატის ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს

altესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: ფატიმ რომ ჩვენთან ითამაშოს, ამაზე ფედერაცია მუშაობს

alt"ბარსელონამ" გაიმარჯვა - 16 წლის ვუნდერკინდმა ფატიმ ისევ გაიტანა [VIDEO]

alt"ბარსელონამ" ვერ მოიგო - 16 წლის ფატიმ გაიტანა [VIDEO]

altვიქტორ ვალდესი: ფატის საშინელი ბუცები ჰქონდა და ახლები მე შევუძინე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული