ზინედინ ზიდანის გადაყენება "რეალს" 80 მილიონი დაუჯდება

AutoSharing Option
გადაყენების შემთხვევაში, "რეალს" გუნდის მწვრთნელ ზინედინ ზიდანისთვის 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, - ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს.

ამ თანხაში შედის 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ზიდანის მიერ ასაღები ხელფასი და გადასახადები.

როგორც იუწყებიან, სამუშაოდან ზიდანის დათხოვნის შემთხვევაში, მას ჟოზე მოურინიო შეცვლის.

4 ტურის შემდეგ "ბლანკოსი" ლა ლიგაში 8 ქულით მესამე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კი პსჟ-სთან 0:3 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიცოდი ზიდანი რეალში დაბრუნებას სამარცხვინოთ დაასრულებდა. მაგას სამჯერ ზედიზედ აღებული თასი თავის დამსახურება ეგონა. ხვდება პერესი ვინ დაკარგა? მესიმაც კი თქვა მალე გაიგებენ რონალდოს ფასსო.
მიხო
15:04 20-09-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული