პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დამარცხების (0:3) შემდეგ, "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გუნდს დასვენების საშუალება მისცა, რამაც კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის და დირექტორთა საბჭოს წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ისინი თვლიან, რომ ფეხბურთელებს დასვენება არ დაუმსახურებიათ და "სევილიასთან" მატჩისთვის უფრო ინტენსიურად უნდა მოემზადონ.
"სევილიასა" და "რეალის" შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.