ჟოზე მოურინიო: რეალი? - გუნდს მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალს" შეიძლება კვლავ ჟოზე მოურინიო ჩაუდგეს სათავეში, რაზეც კომენტარი თავად პორტუგალიელმა გააკეთა.

"არ მომწონს ეს გავრცელებული ჭორები. მე ამაში არ ვმონაწილეობ. შესაძლოა, გუნდს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მთავარი კოლეგების პატივისცემაა.

"რეალში" დაბრუნება არ მინდა, რადგან მწვრთნელი ჰყავს. არ შემიძლია ვავარჯიშო გუნდი, რომელსაც მწვრთნელი ჰყავს. საჭიროა გამოვამჟღავნოთ პატივისცემა არამარტო კლუბის, არამედ მწვრთნელის მიმართაც.

მსურს, "რეალში" ვითარება გამოსწორდეს", - განუცხადა მოურინიომ "მარკას".

"ბლანკოსის" მწვრთნელობის კიდევ ერთ კანდიდატად ხაბი ალონსო განიხილება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული