ერნესტო ვალვერდე: იმედია, მესი შედეგს მოგვიტანს

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "გრანადასთან" მატჩის წინ, "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "მარკასთან" ისაუბრა.

"გასვლაზე ჯერ კარგად ვერ ვთამაშობთ და ამის გამო ვისჯებით. პამპლონაში "ოსასუნას" ვერ ვძლიეთ. ეს ტენდენცია უნდა შევცვალოთ. ასეთმა მატჩებმა შეიძლება ჩემპიონატის ბედი გადაწყვიტონ.

"გრანადამ" კარგი სტარტი აიღო. პრიმერაში დაბრუნებული გუნდები ტურნირის სტარტზე სახიფათონი არიან. "გრანადა" ენერგიულად და ფართოდ მოქმედებს შეტევაში.

მათი კარგი სტარტი მძიმე შრომის შედეგია. იქ გამარჯვებისთვის მივემგზავრებით. ვნახოთ, დაიკვებს თუ არა დემბელე ფატის ადგილს. მათ ჯერ ერთად
არ უთამაშიათ კი არა, არც უვარჯიშიათ.

მიუხედავად იმისა, რომ იქამდე არ უთამაშია, "დორტმუნდთან" მესი კარგად გამოიყურებოდა. იმედია, ფორმაში ჩადგება და შედეგს მოგვიტანს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული