აშკარა და დაუჯერებელი - "გრანადამ" "ბარსელონას" მოუგო და გალიდერდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 სექტემბერს, ლა ლიგას მე-5 ტურში "გრანადამ" სახლში 2:0 მოუგო "ბარსელონას".

პირველ ტაიმში მასპინძლები დაწინაურდნენ (კატალონიელებს მოწინააღმდეგის კარში ბურთი არ დაურტყამთ), შესვენების შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა ვალვერდემ შეცვლაზე მესი და ფატი შეუშვა და დიდი ძალებით შეუტიეს, გოლი კი საკუთარ კარში მიიღეს. ვიდალმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ვადილომ უზადოდ შეასრულა.

დარჩენილ დროში "ბარსა" სწორხაზოვნად უტევდა, მხოლოდ ფატი ამწვავებდა თამაშს, თუმცა უშედეგოდ და "გრანადამ" გაიმარჯვა.

"გრანადა" 10 ქულით პირველ ადგილზეა, "ბარსელონა" კი - 7 ქულით მეშვიდეზე.
ეს უკანასკნელ 25 წელიწადში "ბლაუგრანას" ყველაზე უარესი სტარტია.

"ბარსელონამ" ყველა ტურნირზე გასვლაზე ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა ვერ მოიგო - ბოლოს აპრილში "სელტას" 2:0 სძლია.

"ბარსელონამ" ზედიზედ მეოთხე მატჩში გაუშვა 2-2 გოლი, რაც უკანასკნელად 2009 წლის აპრილში მოხდა.

გრანადა. "ნუევო ლოს კარმენესი". 18 880 მყურებელი
გრანადა - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 აზიზი (2), 2:0 ვადილო (66, პენ)

გრანადა: სილვა,დიასი, სანჩესი, დუარტე, ნევა, მონტორო, აზიზი, პუერტასი, ერერა (გონალონი 83), სოლდადო (ფერნანდესი 58), მაჩისი (ვადილო 62)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, რობერტო, ლანგლე, სემედო, ფირპო (ფატი 46), რაკიტიჩი (ვიდალი 62), დე იონგი, სუარესი, გრიზმანი, პერესი (მესი 46)

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირდაპირ სულზე მოუსწრო გრანადამ, არ გაგიტყდეთ ხდება ხოლმე,სახლში მოიგებენ უეჭველი, არ გეწყინოთ ბიჭებო!!!!
დისტეფანო
09:52 22-09-2019
5

სიახლეები პოპულარული