ერნესტო ვალვერდე: გაგვლახეს, მათ მეტის გატანა შეეძლოთ

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-4 ტურში "გრანადასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"ჩვენი თამაში მაღელვებს. სტუმრად თამაში არ გამოგვდის.

შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალა არ გვყოფნის. ეს უკვე მოხდა "დორტმუნდთან", "ოსასუნასთან"... მდგომარეობის გამოსწორებას შევეცდებით.

მომხდარის გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობ. გაბრაზებული ვარ, მოგებას არ ვიმსახურებდით.

მეტოქის დამსახურებულად გამარჯვება უნდა ვაღიაროთ. გაგვლახეს, მათ მეტის გატანა შეეძლოთ", - ციტირებს ვალვერდეს El Chiringuito TV ტვიტერით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული