ანსუ ფატის მამა: ჩემი შვილის პორტუგალიის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი - ესპანელები ზეწოლას ახორციელებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" 16 წლის ნახევარმცველ ანსუ ფატის მამამ, ბორი ფატიმ თავისი შვილის მიერ ესპანეთის ქვეშემრდომობის შესაძლო მიღებაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩემი შვილის პორტუგალიის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და ვფიქრობ, ისიც ამაზე ოცნებობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გართულდა.

გარკვეული პერიოდის წინ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ მდივანს ვესაუბრე. კარგი საუბარი გამოგვივიდა და დიალოგის მეორე დღეს გაგრძელებაზე შევთანხმდით, მაგრამ აღარ გადმომირეკა.

კარგად ჩატარებული მატჩების შემდეგ, ესპანელებმა ანსუზე ძლიერად ზეწოლა დაიწყეს და პირდაპირ დამიკავშირდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ისევე როგორც მე, ანსუც თავს პორტუგალიელად მიიჩნევს. პორტუგალიის ნაკრებში თამაში
არ გაუჭირდებოდა, "ბენფიკელი" უმარუ ემბალო კი ადვილად დაიყოლიებდა. ისინი კარგი მეგობრები არიან და ყოველდღე ურთიერთობენ.

ყველაფერი ანსუს გადასაწყვეტია, - განუცხადა ბორი ანსუმ პორტუგალიურ "ა ბოლას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ორივე მამაშვილს, ძალიანაც თავში ნუ აგივარდებათ.
გია1
19:57 22-09-2019
1

სიახლეები პოპულარული