"ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა "ვილიარეალთან" (2:1) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"გვქონდა პერიოდი, როცა არ გვიმართლებდა, მაგრამ მოვუმატებთ. შეგვიძლია უკეთესები გავხდეთ და მუშაობას გავაგრძელებთ. გვყავს ახალწვეულები, რომლებიც ადაპტაციას გადიან.
ახლა საუკეთესო ფორმისგან შორს ვართ, მაგრამ დროდადრო ვუმატებთ. აქ სხვანაირი ფეხბურთია, განსხვავებული იმისგან, რაც "ატლეტიკოში" იყო. სხვა პოზიციაზე ვთამაშობ. ვიცოდი, რაც მელოდა, მაგრამ აუცილებლად მოვუმატებ.
არც ისე ცუდი ვარ, უკვე სამი გოლი გავიტანე. გუნდზე ვმუშაობ, ხოლო თუ გატანა ან საგოლე გადაცემა მიწევს, ამას რა ჯობია", - თქვა გრიზმანმა Sport.es-სთან საუბარში.