"რეალს" უნდა "ტოტენჰემის" ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მომავალი წლის ზაფხულში მუქთად ჩაიგდოს ხელში, როდესაც კონტრაქტი დაუმთავრდება.
ერიკსენს იანვრიდან სხვა კლუბთან მოლაპარაკების წარმოების უფლება აქვს, "რეალს" სურს ამით ისარგებლოს და წინასწარი ხელშეკრულება გაუფორმოს.
27 წლის ერიკსენმა ამ სეზონში "ტოტენჰემში" 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ერიკსენის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.