ათჯერ ნაოპერაციევმა 34 წლის კასორლამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-7 ტურში "ვილიარეალმა" სახლში 5:1 გაანადგურა "ბეტისი".

მასპინძელთა 34 წლის ნახევარმცველმა სანტი კასორლამ კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზედ 3 მატჩში. აქამდე მან "ვალიადოლიდისა" და "ბარსელონას" კარი დალაშქრა.

გასულ სეზონში კასორლას აქილევსის მყესზე 10 ოპერაცია გაუკეთეს, არ გატყდა, ჩინებულად ათამაშდა და ესპანეთის ნაკრებშიც დააბრუნეს.

სევილიელები 27 წლის თავდამსხმელმა ჟერარ მორენომაც დაამწუხრა და 6 გოლით ლა ლიგის ბომბარდირია.

ვილიარეალი. "სერამიკა". 18 135 მაყურებელი
ვილიარეალი - ბეტისი 5:1
გოლები: 1:0 ეკამბი (39), 1:1 ემერსონი (48), 2:1 კასორლა (68, პენ), 3:1 ეკამბი (76), 4:1 მორენო
(90+2), 5:1 ჩიკვეუზე (90+4)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში ახერხებს არ დამარცხდეს-ბრძოლაში საკუთარ თავთან!
როდესაც რაღაც ან ვიღაც ძალზე მეტად გიყვარს, შეგიძლია არასდროს დანებდე...
Caruzo9
03:45 28-09-2019
1
ეს ბიჭი ტოპ ფეხბურთელი იქნებოდა რომ არა საშინელი ტრავმა, რომელიც პრინციპში არსენალის სამედიცინო შტაბის ბრალი უფრო იყო, მოუშუშებელი ტრავმით ათამაშებდნენ და ბოლოს კინაღამ ფეხი დაკარგა.
მიხო
13:21 28-09-2019
0

სიახლეები პოპულარული