28 სექტემბერს, ლა ლიგას მე-7 ტურში "ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩი 0:0 დასრულდა.
შეხვედრა ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, ბევრი იყო ბრძოლა და ცოტა მომენტები. ბოლოს კარგი შანსი ბენზემას მიეცა, მაგრამ მისი თავური ობლაკმა მოიგერია.
"რეალმა" 15 ქულა მოაგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა, მას თითო-თითო ქულით "ატლეტიკო" და "გრანადა" ჩამორჩებიან, ხოლო 2 ქულით - "ბარსელონა".
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 68 032 მაყურებელი
ატლეტიკო - რეალი 0:0
ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი (ლემარი 61), ხიმენესი, სავიჩი, ტრიპიერი, ვიტოლო (კორეა 46), საული, ტომასი, კოკე, დიეგო კოშტა, ფელიში (ლორენტე 70)
რეალი: კურტუა, ნაჩო, რამოსი, ვარანი, კარვახალი, კაზემირო, კროოსი, ვალვერდე (მოდრიჩი 68), აზარი (ხამესი 77), ბეილი, ბენზემა (იოვიჩი 88)