დიეგო სიმეონე სათადარიგო მსაჯს: პატარა კვერცხები გაქვს

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლა ლიგის მე-7 ტურში "რეალთან" მატჩისას (0:0) პრეტენზია გამოთქვა ლაინსმენ რუბენ ბასერილია გომესის და სათადარიგო მსაჯ ალბერტო გონსალეს ერნანდესის მიმართ.

პირველ ტაიმში სიმეონემ გაიგონა, რომ "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა გვერდით მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და დაუყვირა: "როგორ აძლევ ამის უფლებას?", მოგვიანებით კი უთხრა, რომ მშიშარაა.

ამის შემდეგ არგენტინელმა სათადარიგო მსაჯს ჟესტი აჩვენა და მიაძახა: "შენ პატარა კვერცხები გაქვს - აი, ასეთი!"

სიმეონეს პროტესტს "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა შეუერთდა, რომელმაც მოედნის დატოვებისას მთავარ მსაჯ ხოსე ლუის
გონსალესს განუცხადა: "ამის ნახევარი არ ჩამიდენია და მე 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დამსაჯეს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სიმეონემ ხომ შეაკიკინა ამ თავისი კვერცხებით. ისე ჩვენში დარჩეს და რამოს ნამდვილად ეკუთვნის დასჯა.
ნიკა
09:30 01-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული